რადამ უცხოელთა მიერ უკრაინაში სამხედრო სამსახურის გავლის წესი დაადგინა

დგინდება უცხოელთა მიერ უკრაინაში სამხედრო სამსახურის გავლის წესი. შესაბამისი კანონპროექტი, კონკრეტულად, „აზოვის პოლკს“ ეხება. ამის შესახებ „ტელეგრამ-არხზე“ უკრაინის რადას დეპუტატი ოლექსი გონჩარენკო წერს.

მისი თქმით, რუსული აგრესიის დაწყების შემდეგ, ბევრმა უცხოელმა მოქალაქემ გამოთქვა სურვილი ნებაყოფლობით დაეცვა უკრაინა. რამდენიმე კანონპროექტი უკვე მიღებული იყო, მაგრამ უზუსტობები დარჩა.

„კერძოდ, მითითებული იყო მხოლოდ ქვედანაყოფები, რომლებიც ექვემდებარებიან უკრაინის შეიარაღებულ ძალებს. არ შედიოდნენ უკრაინის ეროვნულ გვარდიასთან ჩამოყალიბებული ნაწილები. ასეთი დანაყოფია „აზოვის პოლკი“. ამასთან დაკავშირებით, უცხოეთის მოქალაქე-სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც მსახურობენ „აზოვის პოლკში“, არ შეეძლოთ ლეგალურად დარჩენილიყვნენ უკრაინის ტერიტორიაზე და მომავალში ვერ მიიღებდნენ უკრაინის მოქალაქეობას. ეს შეცდომები ახლა გამოსწორებულია“ , - წერს გონჩარენკო.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო