პენტაგონი - ვერ დავადასტურებთ ინფორმაციას, რომ სოლედარი რუსულმა ძალებმა აიღეს

კვლავ ვხედავთ ინტენსიურ და მძიმე ბრძოლებს სოლედარისა და ბახმუტის გარშემო. ვერ დავადასტურებთ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ სოლედარი რუსულმა ძალებმა აიღეს, - ამის შესახებ პენტაგონის პრესმდივანმა, ბრიგადის გენერალმა პატრიკ რაიდერმა ბრიფინგზე განაცხადა.

„ვნახეთ, რომ ზოგიერთი მედია საშუალება ავრცელებდა ინფორმაციას ამის შესახებ, კერძოდ, სოლედარის იმ ძალების მიერ აღების შესახებ, რომლებსაც დაჯგუფება „ვაგნერი“ ხელმძღვანელობს, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ უკრაინელები აგრძელებენ მოქმედებას სოლედარის მიდამოებში და განაგრძობენ ბრძოლას“, - აღნიშნა პატრიკ რაიდერმა.

მისი თქმით, პენტაგონი ფოკუსირებულია უკრაინასთან და საერთაშორისო თანამეგობრობასთან მუშაობის გაგრძელებაზე, რათა უკრაინამ უსაფრთხოებისთვის საჭირო დახმარება მიიღოს.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო