უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გაერო-ს - უნდა შევქმნათ სპეციალური ტრიბუნალი, რომელიც გამოიძიებს რუსეთის მიერ ჩადენილ აგრესიის დანაშაულებს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, ემინე ჯაპაროვამ გაერო-ს წევრ სახელმწიფოებს მოუწოდა, მხარი დაუჭირონ რუსეთის ფედერაციის მიერ ჩადენილ დანაშაულებთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალის შექმნის რეზოლუციას, რომელიც გენერალურ ასამბლეას განსახიველად უახლოეს მომავალში წარედგინება.

„მოვუწოდებთ ყველა პასუხისმგებელ სახელმწიფოს, მხარი დაუჭირონ რეზოლუციას ტრიბუნალის შექმნის შესახებ, რომლის წარდგენასაც გენერალური ასამბლეის განხილვაზე ვაპირებთ“, - განაცხადა ჯაპაროვამ.

მისი თქმით, რუსეთის ქმედებები ცხადყოფს, რომ უსაფრთხოდ აღარავინაა.

„თუ ქვეყანა, რომელიც ბოროტად არღვევს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრის უფლებებსა და პრივილეგიებს, თავს ესხმის გაერო-ს სხვა წევრ ქვეყანას, ეს ნიშნავს მხოლოდ ერთს - ნადგურდება უსაფრთხოება, კითხვის ნიშნის ქვეშ დგება საერთაშორისო მშვიდობა, უხეშად ირღვევა კანონის უზენაესობა“, - აღნიშნა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.

მან ხაზი გაუსვა, რომ აუცილებელია შეიქმნას სპეციალური ტრიბუნალი, რომელიც აგრესიის დანაშაულებს გამოიძიებს.

"ეს არის სწორედ ის, რაც ჩვენ დღეს უნდა გავაკეთოთ - შევქმნათ სპეციალური ტრიბუნალი, რომელიც გამოიძიებს აგრესიის დანაშაულებს", - აღნიშნა ჯაპაროვამ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო