უკრაინის ომბუდსმენი რუსეთის ომბუდსმენთან შეხვედრის შემდეგ - ისინი, ვინც გარდაცვლილად ითვლებოდნენ, ცოცხლები აღმოჩნდნენ

უკრაინის უმაღლესი რადას ადამიანის უფლებათა კომისარმა, დიმიტრი ლუბინეცმა რუსეთის ფედერაციის ომბუდსმენთან, ტატიანა მოსკალკოვასთან მოლაპარაკებების მესამე რაუნდი გამართა.

“რუსეთის ფედერაციის ადამიანის უფლებათა კომისართან, ტატიანა მოსკალკოვასთან მოლაპარაკების მესამე რაუნდი გაიმართა! ჩვენ განვიხილეთ საკითხების ფართო სპექტრი, რომელიც, უპირველეს ყოვლისა, სამოქალაქო პირების დაცვას ეხება“, - განაცხადა უკრაინის ომბუდსმენმა შეხვედრის შემდეგ.

მისი თქმით, შეხვედრაზე რუსულმა მხარემ უარყო 23 უკრაინელის გარდაცვალება, რომლებიც დაღუპულად ითვლებოდნენ.

„რუსულმა მხარემ დაადასტურა, რომ ჩვენი სამოქალაქო პირები და გმირები, რომლებიც დაღუპულად ითვლებოდნენ, ცოცხლები არიან - ჩვენი 23 ბიჭი - ეს უდიდესი პოზიტივია“, - აღნიშნა უკრაინის ომბუდსმენმა.

მისი თქმით, შეხვედრაზე ასევე განიხილეს 2014 წლიდან რუსეთის ტყვეობაში მყოფი სამოქალაქო პირების გათავისუფლების საკითხი. დიმიტრი ლუბინეცის ინფორმაციით, სიაში 158 ასეთი ადამიანია.

ცნობისათვის, რუსეთისა და უკრაინის ომბუდსმენებს შორის შეხვედრა თურქეთში გაიმართა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო