„ომის შესწავლის ინსტიტუტი“ - რუსული ძალები, სავარაუდოდ, სოლედარს მთლიანად, ან ქალაქის უმეტეს ნაწილს აკონტროლებენ

11 და 12 იანვარს გამოქვეყნებული გეოლოკაციური კადრები მიუთითებს იმაზე, რომ რუსული ძალები, სავარაუდოდ, აკონტროლებენ სოლედარის უმეტეს ნაწილს, თუ არა მთელ ქალაქს, - ამის შესახებ ამერიკის „ომის შესწავლის ინსტიტუტის“ ანგარიშშია აღნიშნული.

ორგანიზაციის ანალიტიკოსების განმარტებით, 12 იანვარს უკრაინის გენერალურმა შტაბმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინელებმა მოიგერიეს მოწინააღმდეგის თავდასხმები დონეცკის ოლქის სოლის დასახლებაზე, რომელიც მდებარეობს სოლედარის ჩრდილო-დასავლეთით კილომეტრის მანძილზე, თუმცა გენშტაბსა და სხვა უკრაინელ მაღალჩინოსან სამხედროებს არ უთქვამთ, რომ უკრაინულმა ძალებმა მოიგერიეს რუსული თავდასხმები სოლედარზე, როგორც ისინი ამას სხვა დროს აცხადებდნენ.

“რუსმა ბლოგერებმა 12 იანვარს გამოაქვეყნეს კადრები, სადაც ჩანს, რომ „ვაგნერის“ ჯგუფის მებრძოლები თავისუფლად სეირნობენ სოლედარში. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს რუსული ძალების მიერ სოლედარის აღება არ დაუდასტურებია, მაგრამ კრემლის სპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა რუსულ ძალებს დასახლებაში წარმატებული შეტევითი ოპერაციები მიულოცა. ყველა არსებული მტკიცებულება მიუთითებს იმაზე, რომ უკრაინული ძალები ვეღარ ინარჩუნებენ ორგანიზებულ თავდაცვას სოლედარში“, - აღნიშნულია ანგარიშში.

ამასთან, ორგანიზაციაში ხაზს უსვამენ, რომ „რუსული ძალების მიერ სოლედარის დაკავება არ არის ოპერატიულად მნიშვნელოვანი მოვლენა და ნაკლებად სავარაუდოა, რომ ბახმუტის ალყაში გარდაუვლად მოხვედრას მოასწავებდეს“.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო