უკრაინის გენშტაბი - უკრაინელებმა ბოლო 24 საათში რუსების 740 ჯარისკაცი და ერთი საბრძოლო თვითმფრინავი გაანადგურეს

უკრაინელმა ჯარისკაცებმა, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 740 რუსი ჯარისკაცის ლიკვიდაცია განახორციელეს და რუსული ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგებმა უკრაინაში 114 130 -ს მიაღწია, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი იუწყება.

ამასთან, გასული დღე-ღამის განმავლობაში, უკრაინელებმა რუსების კუთვნილი ერთი თვითმფრინავი გაანადგურეს.

უკრაინაში შეჭრის დღიდან რუსების საერთო დანაკარგები მოიცავს: 3 098 ტანკს, 6 167 ჯავშანმანქანას, 2 086 ერთეულ საარტილერიო სისტემას, 286 საბრძოლო თვითმფრინავს და 276 ვერტმფრენს, 4 833 ავტომობილსა და საწვავის ავზს, 17 გემს/ნავს, 1 865 უპილოტო საფრენ აპარატს, 184 ერთეულ სპეცტექნიკას, 723 ფრთოსან რაკეტას.

დევიდ მაკალისტერი - საბოლოო ჯამში, დემოკრატიული ცვლილებები თავად ქართველი ხალხისგან უნდა მოდიოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.01.2025
მირიან მირიანაშვილი - კავკასიაში დასავლეთის პოზიციების გაძლიერება აშშ-ს ახალი ადმინისტრაციის ტრენდი იქნება
„არქის“ დამფუძნებელმა ილია წულაიამ ცინცაძეების უსახლკარო, მრავალშვილიან ოჯახს საჩუქრად სახლი გადასცა
„ვისოლ ჯგუფი“ ორთაჭალაში, საცხოვრებელი კორპუსის აფეთქების შედეგად დაზარალებულ დევნილთა ოჯახებს 100 000 ლარით დაეხმარება