ოლექსი რეზნიკოვი - რუსეთი უკრაინაში ყოველდღე 500-600 ჯარისკაცს კარგავს, უკრაინა კი - 10-ჯერ ნაკლებს

უკრაინის თავდაცვის მინისტრის, ოლექსი რეზნიკოვის განცხადებით, რუსი ოკუპანტები ყოველდღიურად დაახლოებით 500-600 ჯარისკაცს კარგავენ, უკრაინა კი ამ რაოდენობის მეათედს. ამის შესახებ მან BBC-სთან ინტერვიუში ისაუბრა.

მისი თქმით, დარწმუნებულია, რომ უკრაინა მიიღებს ტანკებს, საბრძოლო თვითმფრინავებს და შორ მანძილზე მოქმედ იარაღს 300 კმ-ზე მდებარე სამიზნეებზე დასარტყმელად.

უკრაინის თავდაცვის მინისტრი არ დაეთანხმა მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ ასეთმა განცხადებებმა შეიძლება გამოიწვიოს რუსეთის რეაგირება.

„ჩემს ქვეყანაში ომი მაქვს. ისინი ურტყამენ ჩემს ქალაქებს, ჩემს საავადმყოფოებს, ჩემს საბავშვო ბაღებს, ჩემს სკოლებს. მათ მოკლეს ბევრი მშვიდობიანი მოქალაქე. ისინი არიან მოძალადეების, მკვლელების და მძარცველების არმია. რა არის ესკალაციის შემდეგი დონე?“ - აღნიშნა რეზნიკოვმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო