დმიტრო კულება - ჩვენი მიზანია Leopard-ებისგან სატანკო ბრიგადის ჩამოყალიბება

ჩვენი მიზანია Leopard-ებისგან სატანკო ბრიგადის ჩამოყალიბება, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა.

„ეს დასაწყისისთვის. რატომ Leopard? რადგან ეს ტანკია, რომელიც ევროპაში ათწლეულების განმავლობაში იწარმოებოდა და ბევრ ევროპულ არმიაში არის. ამიტომ შეიძლება იქ ცოტა ავიღოთ, აქ ცოტა ავიღოთ”, - განაცხადა კულებამ.

მისი თქმით, უკვე ცნობილია ხუთი ქვეყანა, მათ შორის პოლონეთი და ფინეთი, რომლებიც მზად არიან უკრაინისთვის ამ ტანკების გადასაცემად, თუმცა ყველა მათგანი გერმანიის, როგორც ამ ტანკების მწარმოებელი ქვეყნის, ნებართვას ელის.

ცნობისთვის, უკრაინის შეიარაღებული ძალების სატანკო ბრიგადა არა ნაკლებ 93 ტანკს ითვლის.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო