გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილე - უკრაინაში ბრძოლებისა და ტანჯვის დასასრული არ ჩანს

გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისმა დაადასტურა, რომ უკრაინაში, რუსეთის შეჭრის დღიდან, 6 952 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 11 144 კი - დაშავდა, - ამის შესახებ გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილემ პოლიტიკის საკითხებში, როზმარი დიკარლომ ნიუ-იორკში, გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

„რეალური რიცხვები ალბათ ბევრად მეტია“, - აღნიშნა მან.

გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისმა ასევე დააფიქსირა სექსუალური ძალადობის 90-ზე მეტი შემთხვევა.

„24 თებერვლიდან, OHCHR-მა დააფიქსირა კონფლიქტთან დაკავშირებული სექსუალური ძალადობის 90-ზე მეტი შემთხვევა, რომლებიც იყოფა ორ კატეგორიად: უმრავლესობა, როგორც წამებისა და არასათანადო მოპყრობის მეთოდი დაკავების დროს, ძირითადად მამაკაცებზე და სექსუალური ძალადობა, რომელიც მოიცავს ქალებისა და გოგონების გაუპატიურებას, მათ შორის, ჯგუფურ გაუპატიურებას რუსეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე“, - აღნიშნა როზმარი დიკარლომ.

გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილემ განაცხადა, რომ უკრაინაში ომის დაწყებიდან ერთი წელი გადის და ბრძოლებისა და ტანჯვის დასასრული არ ჩანს.

„მთელი სადღესასწაულო პერიოდის განმავლობაში, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალები აგრძელებენ დარტყმებს უკრაინის მთავარ ქალაქებზე“, - აღნიშნა როზმარი დიკარლომ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო