უკრაინის გენშტაბი - უკრაინელებმა რუსული ძალების შეტევა 14 დასახლებულ პუნქტთან, მათ შორის ბახმუტთან, მოიგერიეს

უკრაინელმა სამხედროებმა, გასული დღის განმავლობაში, მტრის თავდასხმები ბახმუტთან და დონბასის კიდევ 13 სხვა დასახლებასთან მოიგერიეს, - ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

უწყების ცნობით, უკრაინულმა ავიაციამ 9 დარტყმა მიაყენა ოკუპანტების განლაგების ადგილებს.

„უკრაინის თავდაცვის ძალების სარაკეტო და საარტილერიო ქვედანაყოფებმა დარტყმა მიაყენეს 2 სამეთაურო პუნქტს, ცოცხალი ძალის კონცენტრაციის 8 ტერიტორიას, საზენიტო-სარაკეტო სისტემას, საბრძოლო მასალის 3 საცავს, ასევე მტრის 2 სხვა მნიშვნელოვან სამიზნეს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტრადიციულ მიმართვაში განაცხადა, რომ დონეცკის ოლქისთვის მკაცრი ბრძოლა გრძელდება, ბახმუტისა და სოლედარისთვის, კრემინასთვის და უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე სხვა ქალაქებისა და სოფლებისთვის ბრძოლა გრძელდება.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო