დონეცკის გუბერნატორი - სოლედარში, ამ დროისთვის, 559 მცხოვრები იმყოფება, მათ შორის 15 ბავშვია

დონეცკის ოლქის ქალაქ სოლედარში, რომლის მოსახლეობა 20 000-ს შეადგენს, ამ დროისთვის 559 ადამიანი იმყოფება, - ინფორმაციას უკრაინული მედია დონეცკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, პაველ კირილენკოზე დაყრდნობით ავრცელებს.

კირილენკოს თქმით, ქალაქში დარჩენილ მცხოვრებთა შორის 7-დან 15 წლამდე 15 ბავშვია.

მისივე ინფორმაციით, იმ ადამიანებს, რომლებიც სოლედარში რჩებიან, საკვებისა და ჰიგიენური საშუალებების საჭირო მარაგი აქვთ.

„როგორც კი შესაძლებელი იქნება ევაკუაციის მიზნით იქ მისვლა, ჩვენ, რა თქმა უნდა, ევაკუაციას განვახორციელებთ“, - განაცხადა კირილენკომ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო