ელგუჯა ბაგრატიონი - ლევან ვარშალომიძის მიმართ „არაფორმალური მმართველის“ ბრალდება სიცრუეა -  მინდა, რჩევა მივცე ჩემ მეგობრებს - პირად ამბიციებს და წყენებს ყველაფერს ნუ გადავაყოლებთ, ტალახის სროლას მოვერიდოთ

როგორ შეიძლება ლევან ვარშალომიძის მართვას „კულისები“ უწოდო, ის თავმჯდომარე და ლიდერია, რომელიც პარტიის საქმიანობაში 24-საათის განმავლობაში არის ჩართული” , - ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრმა, ელგუჯა ბაგრატიონმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ლევან ვარშალომიძის მიმართ „არაფორმალური მმართველის“ ბრალდება სიცრუეა.

„ეს ბრალდება არის სიცრუე და ტყუილი, ლევან ვარშალომიძე ნამდვილად აჭარის ლიდერია, ის პოლიტსაბჭოს წევრი და აჭარის ორგანიზაციის თავმჯდომარეა, შესაბამისად, შეუძლებელია უწოდო არაფორმალური მმართველი. ჩემმა მეგობრებმა ძალიან კარგად იციან რა დონეზეა ჩართული, რა დამსახურება აქვს პარტიაში, რა ღვაწლი და მხარდაჭერა აქვს აჭარაში. მინდა, რჩევა მივცე ჩემ მეგობრებს - ეს არჩევნები დასრულდება, პირად ამბიციებს და წყენებს ნუ გადავაყოლებთ ყველაფერს, ჩვენ ერთად უნდა ვიბრძოლოთ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, ერთმანეთის მიმართ ტალახის სროლას მოერიდონ. როგორ შეიძლება ლევან ვარშალომიძის მართვას კულისები უწოდო?! - ის თავმჯდომარე და ლიდერია, რომელიც პარტიულ საქმიანობაში 24-საათის განმავლობაში არის ჩართული, რაც აჭარის ორგანიზაციის სიძლიერეს, გუნდურობას და ერთობას განაპირობებს”, - განაცხადა ელგუჯა ბაგრატიონმა.

ცნობისთვის, ბათუმში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა მირდატ ქამადაძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატის ლევან ხაბეიშვილის უკან არაფორმალური მმართველები - ვანო მერაბიშვილი, დავით კეზერაშვილი და ლევან ვარშალომიძე დგას. ქამადაძის თქმით, აღნიშნულ პირებს პარტიაში დემოკრატიული პროცესები დამღუპველად წარმოუდგენიათ. როგორც ქამადაძე აცხადებს, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ არაფორმალური მმართველობა მიუღებელია.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო