Downing Street - რიში სუნაკმა ვოლოდიმირ ზელენსკის განუცხადა, რომ ბრიტანეთი მზადაა უკრაინას Challenger 2-ის ტანკები და დამატებითი საარტილერიო სისტემები მიაწოდოს

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრ რიში სუნაკსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.

Downing Street-ის ინფორმაციით, რიში სუნაკმა ხაზი გაუსვა გაერთიანებული სამეფოს ამბიციას უკრაინის მიმართ მხარდაჭერა გააძლიეროს, მათ შორის Challenger 2-ის ტანკებისა და დამატებითი საარტილერიო სისტემების მიწოდებით.

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი და უკრაინის პრეზიდენტი ამ მიმართულებით სხვა საერთაშორისო ვალდებულებებსაც მიესალმნენ, მათ შორის პოლონეთის შეთავაზებას Leopard-ის ტანკების გადაცემასთან დაკავშირებით.

„პრემიერ-მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ის და გაერთიანებული სამეფოს მთელი მთავრობა ინტენსიურად იმუშავებენ საერთაშორისო პარტნიორებთან, რათა სწრაფად უზრუნველყონ ისეთი მხარდაჭერა, რომელიც საშუალებას მისცემს უკრაინას მოიგოს ეს ომი და უზრუნველყოს ხანგრძლივი მშვიდობა“, - აღნიშნულია ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ოფისის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო