ანა მალიარი - სოლედარისთვის სასტიკი ბრძოლები გრძელდება

ანა მალიარი - სოლედარისთვის სასტიკი ბრძოლები გრძელდება

სოლედარისთვის სასტიკი ბრძოლები გრძელდება, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ანა მალიარი “ტელეგრამის” პირად გვერდზე წერს.

„ჩვენი ჯარისკაცები მტრის უწყვეტ შეტევებს იგერიებენ - როგორც დღისით, ასევე ღამით. მტერი დიდ დანაკარგს განიცდის, მაგრამ აგრძელებს მისი ხელმძღვანელობის დანაშაულებრივი ბრძანებების შესრულებას“, - წერს მალიარი.