რუსებმა ზაპოროჟიე დაბომბეს, არიან დაშავებულები

რუსულმა ძალებმა წუხელ ზაპოროჟიეზე სარაკეტო იერიში მიიტანეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ზაპოროჟიეს ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ალექსანდრე სტარუხზე დაყრდნობით ავრცელებს.

"განადგურებულია სამოქალაქო, საცხოვრებელი და სამრეწველო ინფრასტრუქტურა. გვაქვს ინფორმაცია რამდენიმე მსუბუქად დაჭრილის შესახებ. ადგილზე ყველა შესაბამისი სამსახური მუშაობს", - დაწერა სტარუხმა „ტელეგრამზე“.

ზაპოროჟიის საკრებულოს მდივანმა, ანატოლი კურტევმა გამოაქვეყნა ფოტო, სადაც თავდასხმის შედეგებია ასახული.

"ღამის თავდასხმის შედეგად დაშავდა ხალხი, დაზიანებულია სახლები", - წერს ის „ტელეგრამის“ არხზე.

მისივე ინფორმაციით, სამი ადამიანი, მათ შორის ცხრა და თხუთმეტი წლის ორი ბავშვი, საავადმყოფოშია გადაყვანილი.

პაატა ზაქარეიშვილი - მგონი, ევროკავშირი ხვდება, რომ „ქართულ ოცნებას“ ევროკავშირი არც თავისთვის და არც საქართველოსთვის არ უნდა
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
კავკასიის მედიცინის ცენტრს ევროპის ონკოგინეკოლოგთა ასოციაციის (ESGO) აკრედიტაცია მიენიჭა
Idram და Alipay+ ხელს უწყობენ სომხეთში საერთაშორისო QR გადახდებს, რითაც ადგილობრივ ბიზნესებს ციფრული საფულეების გლობალურ მომხმარებლებთან აკავშირებენ
„მადლიერების ჩიტი“ – ჯილდო ქართული ტრადიციული მუსიკის ერთგულ მხარდამჭერებს