ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის მოქალაქეებს -  თქვენი მშიშარა დუმილი იმით დასრულდება, რომ ერთ დღესაც იგივე ტერორისტები თქვენთანაც მოვლენ - ბოროტება ძალიან მგრძნობიარეა სიმხდალის მიმართ

დნიპროში ტერორისტების სარაკეტო დარტყმის შედეგად დაღუპულთა სიაში ამ დროისთვის 30 ადამიანია, მათ შორის ერთი ბავშვი - გოგონა, ის 15 წლის იყო. ჩვენ ვიბრძვით თითოეული ადამიანისათვის! სამაშველო ოპერაცია გაგრძელდება მანამ, სანამ სიცოცხლის გადარჩენის უმცირესი შანსიც არსებობს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, თავდასხმის შემდეგ უკრაინამ მოისმინა სამძიმრის და მხარდაჭერის სიტყვები მრავალი ლიდერისგან, საზოგადო მოღვაწისგან, ჟურნალისტისა და რიგითი მოქალაქეებისგან მთელი მსოფლიოდან.

„მადლობას ვუხდი ყველას, ვინც გულგრილი არ დარჩენილა! ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ნორმალური ადამიანები გაერთიანდნენ ტერორის საპასუხოდ“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა რუსებს მიმართა და გაფრთხილა, რომ მათი დუმილი იმაზე, რაც ხდება იმით დასრულდება, რომ იგივე ტერორისტები ერთ დღეს მათთანაც მივლენ.

„მინდა ვუთხრა ყველას, ვინც რუსეთშია და რუსეთიდანაა, ვინც ახლაც ვერ წარმოთქვა ამ ტერორის დაგმობის რამდენიმე სიტყვა მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერს მშვენივრად ხედავენ და იციან. თქვენი მშიშარა დუმილი, თქვენი მცდელობა „დაელოდოთ“ რაც ხდება, მხოლოდ იმით დასრულდება, რომ იგივე ტერორისტები ერთ დღეს თქვენთანაც მოვლენ. ბოროტება ძალიან მგრძნობიარეა სიმხდალის მიმართ“, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა