მატეუშ მორავეცკი - რუსეთის შესაჩერებლად ახლავე უნდა ვიმოქმედოთ

პოლონეთის პრემიერ-მინისტრი მატეუშ მორავეცკი უკრაინის ქალაქ დნიპროში განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმას ეხმაურება და აცხადებს, რომ რუსეთის შესაჩერებლად დაუყოვნებლივ მოქმედებაა საჭირო.

„რუსეთი განზრახ აგრძელებს ომის დანაშაულების ჩადენას მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. ეს არაჰუმანურია. ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ ახლავე და ვაიძულოთ ისინი, შეჩერდნენ“, - წერს პოლონეთის პრემიერი „ტვიტერზე“.

შეგახსენებთ, დნიპროში, საცხოვრებელ კორპუსზე რუსული ძალების მიერ 14 იანვარს განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა.

სტეპან გრიგორიანი - სომხეთ-ირანის საზღვრით ირანს, ჯერჯერობით, მხოლოდ უცხო ქვეყნების მოქალაქეები ტოვებენ, მაგრამ, თუ ისრაელ-ირანის ომი გაგრძელდა, არაა გამორიცხული ამ საზღვარზე ირანელი დევნილებიც გამოჩნდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 23.06.2025
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში 24 ივნისს თბილისის პირველი საერთაშორისო კიბერუსაფრთხოების კონფერენცია გაიმართება