ჯოზეფ ბორელი - რუსეთის არაჰუმანური აგრესია თავს ესხმის მშვიდობიან მოქალაქეებს, ამ დანაშაულებისთვის დაუსჯელობა არ იქნება

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელი უკრაინის ქალაქ დნიპროზე რუსეთის მიერ განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმას ეხმაურება და აცხადებს, რომ ევროკავშირი გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას იმდენხანს, რამდენხანსაც საჭირო იქნება.

„რუსეთის არაჰუმანური აგრესია პირდაპირ ესხმის თავს მშვიდობიან მოქალაქეებს, მათ შორის ბავშვებს. ამ დანაშაულებისთვის დაუსჯელობა არ იქნება. ევროკავშირი გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას იმდენხანს, რამდენხანსაც საჭირო იქნება“, - წერს ბორელი „ტვიტერზე“.

შეგახსენებთ, დნიპროში, საცხოვრებელ კორპუსზე რუსული ძალების მიერ 14 იანვარს განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო