ევროკავშირის ელჩი პარლამენტის კომიტეტების თავმჯდომარეებთან შეხვედრებს მართავს

ევროკავშირის ელჩი საქართველოში პარლამენტში შეხვედრებს მართავს. პაველ ჰერჩინსკი საკანონმდებლო ორგანოში კომიტეტების თავმჯდომარეებს ხვდება.

პაველ ჰერჩინსკი უკვე შეხვდა პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარეს, როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, განიხილეს რეფორმები, რომელსაც კომიტეტი ახორციელებს.

საუბარი იყო, მათ შორის, ეროკომისიის რეკომენდაციებზეც.

"ელჩი ახალი დანიშნულია და ბუნებრივია, მისთვის ინტერესის სფეროს წარმოადგენს პარლამენტის საქმიანობა და განსაკუთრებულებად ადამიანის უფლებების მიმართულება. კომიტეტის სახელით მქონდა პატივი მესაუბრა კომიტეტის გეგმებზე, რის გაკეთებას ვგეგმავთ. იყო საუბარი რეფორმების მნიშვნელობაზე, რომელიც ადამიანის უფლებების გაუმჯობესებას ითვალისწინებს", - განაცხადა სარჯველაძემ.

პაველ ჰერჩინსკი მიხეილ სარჯველაძის გარდა უკვე შეხვდა ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძეს.

ჰერჩინსკი შეხვედრას მართავს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილთან.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
Galaxy Z სერიის ახალი სმარტფონების წინასწარი გაყიდვები დაიწყო
ბათუმში PSP-ს ახალი კონცეფციის აფთიაქი გაიხსნა
ახალი რეკორდი არქიში - ერთ დღეში  გაყიდული 206 ბინა