უკრაინის სასაზღვრო სამსახური - ბელარუსში რუსეთის 11 000 სამხედრო იმყოფება

11 000-მდე რუსი სამხედრო ბელარუსში იმყოფება, მიმდინარეობს როტაცია. ამის შესახებ უკრაინის სასაზღვრო სამსახურის უფროსმა სერჰი დეინეკომ განაცხადა.

მისივე თქმით, როტაციის პარალელურად, უკრაინის საზღვართან დაჯგუფების ზრდა არ შეინიშნება.

„დღეის მდგომარეობით, ბელარუსის რესპუბლიკის ტერიტორიაზე რუსული ჯარის რაოდენობა, დაახლოებით, 11 000 სამხედროა. ეს ციფრი ყოველდღიურად იცვლება, ვინაიდან, ახლა რუსეთის ქვედანაყოფების როტაცია ხდება, კერძოდ კი მეორე მოტომსროლელი დივიზია მეექვსე მოტომსროლელთა დივიზიამ ჩაანაცვლა“, - განაცხადა უკრაინის სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახურის უფროსმა სერჰი დეინეკომ.

მისი თქმით, უკრაინელი სამხედროები და მესაზღვრეები განაგრძობენ ბელარუსთან საზღვრის გაძლიერებას და ამ სამუშაოს ერთი წუთითაც არ წყვეტენ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო