თურქეთის ომბუდსმენის განცხადებით, უკრაინა და რუსეთი დიდი რაოდენობით სამხედრო ტყვეების გაცვლაზე მუშაობენ

თურქეთის ომბუდსმენის განცხადებით, უკრაინა და რუსეთი დიდი რაოდენობით სამხედრო ტყვეების გაცვლაზე მუშაობენ, რომელშიც მონაწილეობა შესაძლოა 1000 ადამიანმა მიიღოს.

ინფორმაციას CNN Turk-ი ავრცელებს.

„შეხვედრაზე, რომელსაც ვესწრებოდი, უკრაინის ომბუდსმენმა რუსულ მხარეს 800-კაციანი სია გადასცა. რუსეთის ომბუდსმენმა თავის უკრაინელ კოლეგას კი 200-კაციანი სია გადასცა“, - აღნიშნა თურქეთის ომბუდსმენმა, შერეფ მალკოჩმა.

თურქეთის სახალხო დამცველის თქმით, გაცვლა ამით არ შემოიფარგლება. როგორც მალკოჩმა აღნიშნა, ეს დაჭრილთა, ტყვედ ჩავარდნილთა სიაა, ამის გარდა კი „ათასობით ბავშვი, ქალი და სხვა პრობლემებია“.

„თუ ჩვენ შევძლებთ „სტამბოლის პლატფორმის“ შექმნას, ეს საკითხები უფრო მარტივად შეიძლება განიხილებოდეს. ჩვენ ამ მექანიზმის შექმნის პროცესში ვართ“, - განაცხადა თურქეთის ომბუდსმენმა, შერეფ მალკოჩმა.

როგორც მალკოჩმა დასძინა, თურქეთი მზადაა ნებისმიერი გაცვლისთვის სტამბოლში ჰუმანიტარული დერეფანი შექმნას.

ცნობისთვის, თურქეთის პრეზიდენტი დღეს რუსეთის პრეზიდენტს ესაუბრა. რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ვლადიმერ პუტინს უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებებში შუამავლობა კვლავ შესთავაზა.

ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში