გერმანიისა და ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრებმა რუსების მიერ ათასობით უკრაინელი ბავშვის გატაცება დაგმეს

გერმანიისა და ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრებმა რუსების მიერ ათასობით უკრაინელი ბავშვის გატაცება დაგმეს.

ანალენა ბაერბოკმა და ვოპკე ჰუკსტრამ უკრაინელი ბავშვების დეპორტაციას „სასტიკი და არაადამიანური გატაცებების წინასწარ განზრახული პოლიტიკა“ უწოდეს, რომელიც ოჯახებს ანგრევს.

ამასთან, გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელი ანალენა ბაერბოკი, უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთის ლიდერების სისხლის სამართლებრივი დევნისთვის სპეციალური საერთაშორისო ტრიბუნალის შექმნის მოწოდებით გამოვიდა.

„ამ ბავშვებმა საკუთარი სახლები თავიანთი ნებით არ დატოვეს. ეს ბავშვები გაიტაცეს“, - აღნიშნა ბაერბოკმა.

ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, რუსეთის წინასწარ განზრახული პოლიტიკა ოჯახებს ანგრევს და ბავშვებს ტრავმას აყენებს.

„ეს [უკრაინელი ბავშვების გატაცებები] არის სასტიკი და არაადამიანური. ნება მომეცით ნათლად განვაცხადო, რომ რუსეთის მიერ გატაცებული ბავშვები რაც შეიძლება მალე უნდა დაბრუნდნენ საკუთარ ქვეყანაში“, - დასძინა ჰუკსტრამ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო