ვოლოდიმირ ზელენსკი - დნიპროში ჩადენილი ომის დანაშაულის ყველა მონაწილე სასამართლოს წინაშე წარდგება

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა უკვე დაიწყო ინფორმაციის შეგროვება იმ რუსი სამხედროების შესახებ, რომლებმაც დნიპროზე დარტყმა მოამზადეს და განახორციელეს. ეჭვგარეშეა: ამ ომის დანაშაულში მონაწილე ყველა დამნაშავე გამოვლინდება და სასამართლოს წინაშე წარდგება, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, დნიპროში სამაშველო ოპერაცია კვლავ გრძელდება.

„ამ დრომდე ნანგრევებიდან 39 ადამიანი გამოიყვანეს, მათ შორის 6 ბავშვი. ცნობილია 40-მდე დაღუპულის შესახებ, მათ შორის 3 ბავშვია. ვუსამძიმრებ ყველას, ვისი ახლობლებიც დაიღუპა ამ დარტყმის შედეგად!“- აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, ეს დარტყმა დნიპროზე, ისევე როგორც სხვა მსგავსი დარტყმები, მიეკუთვნება სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქციას.

"ჩვენ გამოვიყენებთ ყველა ხელმისაწვდომ შესაძლებლობას - როგორც ეროვნულს, ასევე საერთაშორისოს იმისათვის, რომ ყველა რუსმა მკვლელმა, ყველამ, ვინც გასცემს და ახორციელებს ბრძანებებს ჩვენი ხალხის წინააღმდეგ სარაკეტო ტერორის შესახებ, მიიღოს კანონიერი სასჯელი“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

გიორგი ანთაძე - მინიმალური დემოკრატიული სტანდარტებიც კი საფრთხეშია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.02.2025
თბილისის საერთაშორისო სტანდარტის ყინულის არენაზე, "ბაკურიანი 2025"-ის ფარგლებში, ყინულის ჰოკეიში მოასპარეზე გოგონათა გუნდების ოფიციალური ვარჯიში გაიმართა
„საქკაბელმა“ ჩეხეთის რესპუბლიკაში ექსპორტი განახორციელა
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ მეორე ნახევარკუნძულის მშენებლობა დაიწყო