უკრაინის დაზვერვა - ვლადიმერ პუტინმა ვალერი გერასიმოვს დონბასის მარტამდე დაკავება დაავალა

თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ოფიციალური წარმომადგენლის, ანდრეი იუსოვის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინის საოკუპაციო ძალების ახლად დანიშნულ მეთაურს, ვალერი გერასიმოვს დონბასის მარტამდე დაკავების განკარგულება მისცა.

„ეს არ არის პირველი ვადები. ეს ვადები ყოველ ჯერზე გადაიდო. ერთი წელი გავიდა სრულმასშტაბიანი შემოჭრის დაწყებიდან და ერთი წელი მას შემდეგ, რაც მათ „სამ დღეში აიღეს კიევი“. ამჯერადაც არაფერი გამოვა“, - აღნიშნა ანდრეი იუსოვმა.

მისი თქმით, პუტინი არ ტოვებს უკრაინის, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს და უკრაინელების, როგორც ერის განადგურების გეგმებს.

ირაკლი მელაშვილი - „ქართულმა ოცნებამ“ დასავლეთის პოლიტიკურ წრეებში იმდენად გაიტეხა სახელი, რომ ამ ხელისუფლების პირობებში ჩვენ ვეღარ დავიბრუნებთ ევროკავშირის და აშშ-ს პარტნიორი ქვეყნის სტატუსს
ქართული პრესის მიმოხილვა 11.11.2024
ვიზიტორის დაზღვევა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის