უკრაინამ სლოვაკეთისგან თვითმავალი ჰაუბიცა Zuzana 2 მიიღო

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა სლოვაკური წარმოების მერვე თვითმავალი ჰაუბიცა Zuzana 2 მიიღო, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა განაცხადა.

„ეს არის რვა თვითმავალი ჰაუბიცა Zuzana 2-დან ბოლო, რომლის უკრაინისთვის მიწოდების ვალდებულება სლოვაკეთმა შარშან ივნისში დადებული ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების საფუძველზე აიღო,“ - აცხადებენ გენერალურ შტაბში.

შეგახსენებთ, რვა ერთეული Zuzana 2-ის ტიპის თვითმავალი ჰაუბიცის მიწოდების ხელშეკრულების შესრულების გარდა, სახელმწიფო სააქციო საზოგადოება Konstrukta-Defens-ი უკრაინისთვის კიდევ 16 ერთეულ ამ ტიპის აღჭურვილობას დაამზადებს, რომელსაც ერთობლივად დააფინანსებენ დანია, გერმანია და ნორვეგია.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო