ანა ბუჩუკური - „ხალხის ძალის“ განცხადებამ გვაჩვენა, რომ მისი ავტორი მძიმე ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაშია - ყველას გვესმის, რომ ამ განცხადების ავტორი არ არის სოზარ სუბარი

„ხალხის ძალის" განცხადებამ გვაჩვენა, რომ მისი ავტორი, რომელიც სოზარ სუბარი არ არის, მძიმე ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაშია, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის" წევრმა, დეპუტატმა ანა ბუჩუკურმა განაცხადა.

როგორც ბუჩუკური აღნიშნავს, „ხალხის ძალის“ წარმომადგენლები მსგავს თავდასხმებსა და ნარატივს ბიძინა ივანიშვილისგან „მწვანე შუქის" გარეშე ვერ გაბედავდნენ.

„ერთ ზოგად კომენტარს გავაკეთებდი, ამ განცხადებამ ერთადერთი რაც აჩვენა, არის ამ განცხადების ავტორის საკმაოდ მძიმე ფსიქო- ემოციური მდგომარეობა და ყველას გვესმის, რომ ამ განცხადების ავტორი არ არის სოზარ სუბარი. ძალიან უცნაურ სიუჟეტს გვთავაზობს ამ განცხადების და „ხალხის ძალის" განცხადებების ავტორი. ძალიან მძიმე ფსიქო- ემოციურ მდგომარეობას ასახავს იმ ადამიანის და ადამიანებისა, ვინც ამ განცხადებებს წერენ.

თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ, „ხალხის ძალაში" არსებული რომელიმე ადამიანი გაბედავს იმ თავდასხმების განხორციელებას და ნარატივის განვითარებას, ბიძინა ივანიშვილის "მწვანე შუქის" გარეშე, რომელსაც ავითარებენ?! - ეს ხომ წარმოუდგენელია. კალამი ვის უჭირავს ხელში და კლავიატურასთან ვინ ზის, ეს არ ვიცი, მაგრამ ამ განცხადების ავტორი ცალსახად მძიმე ფსიქო- ემოციურ მდგომარეობაშია,"- განაცხადა ბუჩუკურმა.

ინფორმაციისთვის, „ხალხის ძალამ“ განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნავს, რომ „სააკაშვილის პატრონებს რჩებათ გეგმა B - მისი, როგორც ოქროს მოწმის მოშორება, სააკაშვილის სიკვდილის ხელისუფლებისთვის დაბრალება, ამ საბაბით კი ქვეყანაში მასობრივი არეულობის მოწყობა“.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო