გიორგი მუმლაძე - „ხალხის ძალის“ განცხადება არის შემზადება მძიმე სცენარისთვის, რაც ნიშნავს მიშას გარდაცვალებას

ცალსახაა, რომ მიხეილ სააკაშვილის ამ მდგომარეობამდე მიყვანა არის კრემლში დაგეგმილი სპეცოპერაცია, რომელსაც ასრულებს რუსი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის ერთ-ერთმა კანდიდატმა, გიორგი მუმლაძემ თბილისის საქალაქო სასამართლოსთან განაცხადა, სადაც მიხეილ სააკაშვილის მორიგი სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

როგორც მან აღნიშნა, „მიხეილ სააკაშვილის გადარჩენა და გათავისუფლება არის შანსი, რომ საქართველომ გააგრძელოს ევროინტეგრაციის გზა“.

„ბუნებრივია, იმ ფონზე, როდესაც პრაქტიკულად დადასტურებულია, რომ მიხეილ სააკაშვილი მოწამლულია და ნელი სიკვდილით კვდება, ის განცხადებები, რომელიც გააკეთა „ქართული ოცნების“ რუპორმა და რადიკალურ ნაწილში მთავარმა დასაყრდენმა, ე.წ. ხალხის ძალამ, ეს არის შემზადება იმ მძიმე სცენარისთვის, რაც ნიშნავს მიშას გარდაცვალებას. ბიძინა ივანიშვილს უნდა, რომ ამ სიტუაციიდან მაქსიმალურად მშრალად გამოვიდეს, მაგრამ მთავარი შემოქმედი, ვინც ამ ყველაფრის შემდეგ პასუხს აგებს, არის ბიძინა ივანიშვილი და მისი გარემოცვა, რომლის დაკვეთითაც ხდება მიხეილ სააკაშვილის წამება და ნელი სიკვდილი. არავის შერჩება საქართველოს ევროპული და დემოკრატიული მომავლის მოკვლა. მიხეილ სააკაშვილის გადარჩენა და გათავისუფლება არის შანსი, რომ საქართველომ გააგრძელოს ევროინტეგრაციის გზა. თუ ამ შანსს სპობს ბიძინა ივანიშვილი, ის ჩვენს შვილებს უსპობს უკეთეს ქვეყანაში ცხოვრების შესაძლებლობას და საქართველო ხდება რუსეთის გუბერნია. ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ და თავი შევაკლათ, რომ საქართველო არ გახდეს რუსეთის გუბერნია“, - განაცხადა გიორგი მუმლაძემ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო