დნიპროში რუსული ძალების სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 44-მდე გაიზარდა - მაშველებმა ნანგრევებიდან კიდევ ერთი არასრულწლოვანის ცხედარი ამოიყვანეს

დნიპროში 14 იანვარს რუსული ძალების სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, ცოტა ხნის წინ მაღალსართულიანი კორპუსის ნანგრევებიდან კიდევ ერთი არასრულწლოვანის ცხედარი ამოიყვანეს.

ბოლო მონაცემებით, თავდასხმის შედეგად სულ მცირე 44 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 4 ბავშვია. სხეულის დაზიანება 80-ზე მეტმა პირმა მიიღო.

მაშველებმა ნანგრევებიდან 39 გადარჩენილის ამოყვანა შეძლეს, ისინი სამძებრო სამუშაოებს ამ დრომდე აგრძელებენ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო