რუსეთი დღემდე არ უშვებს “წითელ ჯვარს” უკრაინელ ტყვეებთან. ამის შესახებ უკრაინის უმაღლესი რადას ადამიანის უფლებათა კომისარი დმიტრი ლუბინეცი “ტელეგრამის” პირად არხზე წერს.
“წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს დღემდე არ აქვს წვდომა ომისა და სამოქალაქო ტყვეებთან.
რუსეთის ფედერაციის ომბუდსმენთან ტატიანა მოსკალკოვასთან განხილვის ერთ-ერთი თემა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის თემატიკა იყო, კერძოდ, მათი წარმომადგენლების არდაშვება ომისა და სამოქალაქო ტყვეებთან, რომლებიც რუსულ მხარეს ჰყავს აყვანილი”, - წერს ლუბინეცი.
მან აღნიშნა, რომ მოსკალკოვას ონლაინ-შეხვედრა შესთავაზა, რომელსაც ორივე ომბუდსმენი და “წითელი ჯვრის” მუდმივი მონიტორინგის მისიების ხელმძღვანელები დაესწრებიან როგორც რუსეთიდან, ასევე უკრაინიდან.
ლუბინეცის თქმით, მისი წინადადება მიიღეს, მაგრამ იგი ჯერ კიდევ ელოდება შეთანხმებას. ამავდროულად, 17 იანვარს რუსეთის ომბუდსმენმა მოსკალკოვამ განაცხადა, რომ ლუბინეცთან ტყვეების გაცვლის შესახებ არ ულაპარაკია.