დნიპროში მრავალსართულიან კორპუსზე რუსული სარაკეტო დარტყმის შედეგად 45 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 6 ბავშვია - ადგილზე სამძებრო-სამაშველო სამუშაოები დასრულებულია

დნიპროში მრავალსართულიან სახლზე რუსული სარაკეტო დარტყმის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 45-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი “ფეისბუქის” პირად გვერდზე ავრცელებს.

“მოვისმინე ანგარიშები დნიპროში რუსული რაკეტის მიერ განადგურებულ სახლზე.

ამ მომენტისთვის ნანგრევების დემონტაჟი და სამძებრო-სამაშველო სამუშაოები დასრულებულია. ცნობილია 45 დაღუპულის შესახებ, მათ შორის 6 ბავშვი. 79-მა ადამიანმა მიიღო სხვადასხვა სიმძიმის დაზიანება, მათ შორის 16-მა ბავშვმა. მთლიანობაში, ამ მრავალსართულიან შენობაში 1700 ადამიანი ცხოვრობდა. შენობაში 230 ბინა დაზიანდა, 72 მთლიანად განადგურდა.

განკარგულება გავეცი გამარტივებულიყო და დაჩქარებულიყო დაზარალებულთათვის დახმარების გაწევა, რათა ადამიანებმა ამ ტრაგედიის შემდეგ რაც შეიძლება მალე შეძლონ თავიანთი ცხოვრების აღდგენა.

ჩვენ ასევე ვაწარმოებთ გამოძიებას ყველა გარემოების გასარკვევად და ყველა იმ პირის იდენტიფიცირებისთვის, ვინც მონაწილეობდა რუსეთის ამ დანაშაულში უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ.

ჩვენ აუცილებლად ვიპოვით ყველას, ვინც გამოიწვია ეს ტერორი. ყველა, ვინც ჩართულია უკრაინის წინააღმდეგ ამ და სხვა სარაკეტო თავდასხმებში, ნაპოვნი იქნება და პასუხს აგებს”, - წერს ზელენსკი.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო