უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი - უკრაინამ რუსეთში გატაცებული 125 ბავშვი დაიბრუნა

უკრაინამ ომის დროს რუსეთში უკანონოდ წაყვანილი 125 ბავშვის დაბრუნება მოახერხა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა-კომისარმა ბავშვთა უფლებების დაცვისა და ბავშვთა რეაბილიტაციის საკითხებში დარია გერასიმჩუკმა დავოსში, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში პროექტის „უკრაინა შენ ხარ“ გახსნისას განაცხადა.

მისი თქმით, დღეს ცნობილია რუსეთის ფედერაციის მიერ თითქმის 14 ათასი ბავშვის გატაცების შესახებ.

„ჩვენ შევძელით რუსეთის არმიის მიერ გატაცებული და დეპორტირებული თითქმის 14 000 ბავშვის მონაცემების დადგენა და გადამოწმება და, სამწუხაროდ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მათგან მხოლოდ 125-ის სახლში დაბრუნება მოვახერხეთ “, - აღნიშნა დარია გერასიმჩუკმა.

მისი თქმით, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან დღემდე 456 ბავშვი დაიღუპა, კიდევ 897 კი - დაშავდა.

„ჩვენი პრეზენტაციის მიმდინარეობის დროს შევიტყვეთ, რომ დნიპროში ნანგრევებიდან კიდევ ერთი ბავშვი ამოიყვანეს, რომელიც რაშისტებმა მოკლეს“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო