ენტონი ბლინკენი - რუსეთის მოთხოვნა ახალი ტერიტორიული რეალობის აღიარების შესახებ მიუღებელია

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, რუსეთის მოთხოვნა კიევისგან ახალი ტერიტორიული რეალობის აღიარების შესახებ არ იძლევა მოლაპარაკების პროცესის დაწყების საშუალებას.

„რუსები ცდილობენ გაავრცელონ ნარატივი, რომ ისინი დაინტერესებული არიან დიპლომატიით. რუსეთის მოთხოვნა უკრაინის მიერ ახალი ტერიტორიული რეალობის აღიარების შესახებ მიუღებელია და არ იძლევა მოლაპარაკების პროცესის დაწყების საშუალებას“, - აღნიშნა ბლინკენმა ბრიტანელ კოლეგასთან, ჯეიმს კლევერლისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

იანვრის დასაწყისში რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს განუცხადა, რომ რუსეთის ფედერაცია ღიაა დიალოგისთვის, მაგრამ კიევმა უნდა გაითვალისწინოს „ახალი ტერიტორიული რეალობა“.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო