მედია - თუ გერმანიის მთავრობა გადაწყვეტს უკრაინა უახლოეს მომავალში Leopard 2-ის ტანკებით მოამარაგოს, მას სავარაუდოდ, 10-დან 15-მდე შეკეთებული ტანკის გადაცემა 2023 წლის ბოლომდე შეეძლება

თუ გერმანიის მთავრობა გადაწყვეტს უკრაინა უახლოეს მომავალში Leopard 2-ის ტანკებით მოამარაგოს, მას სავარაუდოდ, 10-დან 15-მდე შეკეთებული ტანკის გადაცემა 2023 წლის ბოლომდე შეეძლება.

ინფორმაციას გერმანული გაზეთი Frankfurter Allgemeine Zeitung ქვეყნის თავდაცვის სექტორში საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

წყაროს თქმით, ტანკების გადაცემა 2023 წლის ოქტომბერში ან ნოემბერში იქნება შესაძლებელი, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შეკვეთები დაუყოვნებლივ გაფორმდება. გამოცემის ცნობითვე, თუ გერმანიის მთავრობა დაამტკიცებს შეკვეთებს, მესამე კვარტლიდან შესაძლებელი გახდება კვირაში ერთი Leopard 2-ის მიწოდება.

გარდა ამისა, Frankfurter Allgemeine Zeitung იტყობინება, რომ გერმანია ამჟამად განიხილავს უკრაინისთვის კიდევ 29 ერთეული Leopard 2-ის ტანკის მიწოდების შესაძლებლობას, რომლებიც ამჟამად სლოვაკეთისა და ჩეხეთისთვისაა განკუთვნილი, თუმცა, ოფიციალურ პრაღასა და ბრატისლავას მოუწევთ ასეთ გადანაწილებას დაეთანხმონ.

ამასთან, გამოცემა აღნიშნავს, რომ გერმანული იარაღის კომპანიებმა - Rheinmetall-მა და Krauss-Maffei Wegmann-მა შესაძლოა, წლის ბოლომდე დამატებითი Marder-ის ქვეითთა საბრძოლო მანქანები, Fuchs-ის ჯავშანტექნიკა და ძველი Leopard 1-ის მთავარი საბრძოლო ტანკები მიაწოდონ.

რაც შეეხება Marder-ის 40 ქვეითთა საბრძოლო მანქანას, რომელიც გერმანიის მთავრობა ოფიციალურ კიევს უკვე დაჰპირდა, გამოცემის წყაროები ამბობენ, რომ მათგან 20-ის მიწოდება აპრილის ბოლომდე შესაძლებელია.

ამას გარდა, წლის შუა რიცხვებიდან უკრაინას შეუძლია Fuchs-ის ახალი წარმოების 40 ჯავშანმანქანა მიიღოს.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო