კიევის ოლქში, ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად, უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი დაიღუპა

კიევის ოლქში, ბროვარიში, საბავშვო ბაღთან ახლოს ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად, უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი დენის მონასტირსკი დაიღუპა.

ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად, ასევე დაღუპულია დენის მონასტირსკის პირველი მოადგილე ევგენი ენინი და სახელმწიფო მდივანი იური ლუბკოვიჩი.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად 16 ადამიანია დაღუპული. აქედან 2 ბავშვია. მედიის ცნობით, ვერტმფრენში 9 პირი იმყოფებოდა.

უკრაინის ეროვნული პოლიციის უფროსის, იგორ კლიმენკოს განცხადებით, 22 დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი, აქედან 10 ბავშვია.

უკრაინული მედიის ცნობით, ვერტმფრენი უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურს ეკუთვნოდა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო