ვოლოდიმირ ზელენსკი ბროვარიში ვერტმფრენის ჩამოვარდნაზე - დენისი, ევგენი, იური, შსს-ს გუნდი, უკრაინის ნამდვილი პატრიოტები - დაე, ყველამ, ვინც ამ შავ დილას გარდაიცვალა, მშვიდად განისვენოს, ტკივილი ენით გამოუთქმელია

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევის ოლქში, ბროვარიში, ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპულთა გამო მწუხარება გამოთქვა.

ქვეყნის პირველმა პირმა, დაღუპულთა ოჯახებსა და მეგობრებს მიუსამძიმრა.

„დენისი, ევგენი, იური, შინაგან საქმეთა სამინისტროს გუნდი... უკრაინის ნამდვილი პატრიოტები. მშვიდად განისვენონ! დაე, ყველამ, ვინც ამ შავ დილას გარდაიცვალა, მშვიდად განისვენოს!“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, ბროვარში უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის ვერტმფრენი ჩამოვარდა.

„ამ წუთის მონაცემებით, 15 ადამიანია გარდაცვლილი. მსხვერპლის ზუსტი რაოდენობა დგინდება“, - განაცხადა უკრაინის პირველმა პირმა.

ზელენსკის თქმითვე, ამ წუთის მონაცემებით 3 ბავშვი დაიღუპა, 25 ადამიანი კი დაშავდა, მათ შორის 10 ბავშვი.

„ტკივილი ენით გამოუთქმელია. ვერტმფრენი ერთ-ერთი საბავშვო ბაღის ტერიტორიაზე ჩამოვარდა. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურს უკრაინის ეროვნულ პოლიციასთან და სხვა უფლებამოსილ ორგანოებთან თანამშრომლობით დავავალე, მომხდარის ყველა გარემოება გაარკვიოს. ტრაგედიის ადგილზე ყველა სამსახური მუშაობს“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო