ბროვარიში, ვერტმფრენის ჩამოვარდნას ევროპელი ლიდერები ეხმაურებიან და უკრაინას სამძიმარს უცხადებენ

ბროვარიში, ვერტმფრენის ჩამოვარდნას ევროპელი ლიდერები ეხმაურებიან. ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა, კაია კალასმა მომხდარის გამო სამძიმარი გამოთქვა და აღნიშნა, რომ „ეს კიდევ ერთი ტრაგიკული შეხსენებაა წარმოუდგენლად მძიმე ფასის, რომელსაც უკრაინა იხდის რუსეთის წინააღმდეგ თავისუფლებისთვის ბრძოლის დროს“.

კიევის ოლქში მომხდარის გამო დაღუპულთა ოჯახებს, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და მთელ ქვეყანას მიუსამძიმრა ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

„ჩვენ ვგლოვობთ თქვენთან ერთად“, - აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

მომხდართან დაკავშირებით ღრმა მწუხარება გამოთქვა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმაც. როგორც მან აღნიშნა, უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი დენის მონასტირსკი ევროკავშირის დიდი მეგობარი იყო.

მიშელმა დაღუპულთა ოჯახებს, პრეზიდენტ ზელენსკის, პრემიერ-მინისტრ შმიგალსა და უკრაინელ ხალხს მიუსამძიმრა.

„ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე სამძიმარი გამოთქვა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯეიმს კლევერლიმ. მისი თქმით, დენის მონასტირსკი გაერთიანებული სამეფოს ნამდვილი მეგობარი იყო.

კიევის ოლქში, ბროვარიში, ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა. დაღუპულია უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი დენის მონასტირსკი, მისი პირველი მოადგილე ევგენი ენინი და სახელმწიფო მდივანი იური ლუბკოვიჩი. დაღუპულთა შორის 3 ბავშვია. ამასთან, დაშავებულია 29 ადამიანი, მათ შორის 15 ბავშვი.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო