რომან გოცირიძე - ლავროვის განცხადება უკიდურესად დამამცირებელი და ქვეყნის საერთაშორისო რეპუტაციის შემლახველი იყო - მან ფაქტობრივად გამოაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება ომში მხარს უჭერს რუსეთს

ლავროვის განცხადება ქვეყნისთვის უკიდურესად დამამცირებელი და ქვეყნის საერთაშორისო რეპუტაციის შემლახველი იყო. ფაქტობრივად, მან გამოაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება მხარს უჭერს უკრაინასთან ომში რუსეთს, - ამის შესახებ პარტია ,,ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, პარლამენტის დეპუტატმა რომან გოცირიძემ განაცხადა, რითაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებას გამოეხმაურა საქართველოსთან დაკავშირებით.

მისივე თქმით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ,,საქართველოს ხელისუფლება სანქციებში არ ჩართვის გამო შეაქო და საჩუქრად ავიარეისების აღდგენაც კი დააანონსა”.

,,სერგეი ლავროვის განცხადება ქვეყნისთვის უკიდურესად დამამცირებელი და ქვეყნის საერთაშორისო რეპუტაციის შემლახველი იყო. ფაქტობრივად, მან გამოაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება მხარს უჭერს ომში რუსეთს. სანქციებში არ ჩართვის გამო შეაქო და საჩუქრად ავია რეისების აღდგენაც კი დააანონსა. აი, აქამდე მივიდა საქმე. ეს ქვეყნისათვის ძალიან დამაზიანებელი იყო და კიდევ ერთხელ გვაჩვენებს, რა ხელისუფლებასთან გვაქვს საქმე”,- განაცხადა გოცირიძემ.

ამასთან, რომან გოცირიძემ ამ კონტექსტში გაიხსენა „ხალხის ძალის“ წევრის, გურამ მაჭარაშვილის მიერ გუშინ, „პალიტრანიუსის“ ეთერში გაკეთებული განცხადებაც, რომლის თანახმადაც, ნატო და ევროკავშირი არ არის თვითმიზანი და თუ დაინახავენ, რომ სხვა მიმართულებით შეიძლება ქვეყნის გაერთიანება ან განვითარება, ამაზეც ისაუბრებენ.

გოცირიძის თქმით, ივანიშვილმა ე.წ. განდგომილთა ჯგუფს დაავალა, გამოიკვლიონ საზოგადოების განწყობები საქართველოს კურსთან დაკავშირებით.

ოპოზიციონერი დეპუტატი აცხადებს, რომ აღნიშნული ძალიან ძვირი დაუჯდება.

“შემდეგი განცხადებები ივანიშვილის ამ ლაქიებისა, რომ თურმე ნატო და ევროკავშირი მაინცდამაინც არ ყოფილა მთავარი. ეს არის წარმოუდგენელი რამ, ასეთ განცხადებას ვერავინ გაბედავდა, თუნდაც ერთი თვის წინ. ბიძინა ივანიშვილმა უკვე დაავალა ზონდერობა თავის მორჩილ საპარლამენტო ე.წ. განდგომილთა ჯგუფს, რომ გამოიკვლიოს საზოგადოების რეაქცია იმასთან დაკავშირებით, თუ საქართველო ზურგს აქცევს ევროკავშირს და ნატოს, ანუ დაარღვევს კონსტიტუციას. აი, აქამდეც კი გათავხედდნენ. ბიძინა ივანიშვილს ძალიან ძვირი დაუჯდება. შეიძლება სანქციები საოცნებო გაუხდეს, თუკი არ შეეშვა საქართველოს რუსეთისკენ გადაქაჩვას და საუკუნოვანი ქართველი კაცის ოცნების წინააღმდეგ წასვლას”, - განაცხადა გოცირიძემ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო