კანადა უკრაინას სამხედრო დახმარების ფარგლებში Senator-ის ტიპის 200 ჯავშანმანქანას გადასცემს

კანადა უკრაინას სამხედრო დახმარების ფარგლებში Senator-ის ტიპის 200 ჯავშანმანქანას გადასცემს.

ამის შესახებ კანადის თავდაცვის მინისტრმა ანიტა ანანდმა National Post-ისთვის მიცემულ კომენტარში განაცხადა.

თავდაცვის მინისტრის თქმით, 2022 წლის დასაწყისიდან კანადამ უკრაინას სამხედრო, ეკონომიკური, ჰუმანიტარული და სხვა სახის ჯამში 5 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების დახმარება მიაწოდა, მათ შორის არის 1 მილიარდი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარება.

„მე ახლახან განვაცხადე 200 ჯავშანმანქანის გადაცემის შესახებ. ეს ავტომობილები უზრუნველყოფს პერსონალისა და აღჭურვილობის უსაფრთხო გადაადგილებას, ასევე უსაფრთხოდ ახორციელებს სამედიცინო ევაკუაციას. მსგავსი ტრანსპორტი ჯარისკაცებს შესაძლებლობას აძლევს წინასწარ აღმოაჩინონ საფრთხე, ჯავშანი კი მათ დაცვას უზრუნველყოფს“, - განაცხადა მინისტრმა.

კანადის მიერ გაწეულ დახმარებას უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი „ტვიტერის“ გვერდზე გამოეხმაურა და კანადის პრემიერს ჯასტინ ტრიუდოს დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.

„უკრაინისთვის ამ რთულ დღეს, ჩვენი მეგობრები აგრძელებენ ჩვენს დახმარებას. დიდი მადლობა ჯასტინ ტრიუდოს და კანადის მოსახლეობას, დახმარების კიდევ ერთი პაკეტისთვის. დღეს უკრაინას 200 ჯავშანმანქანა ისე სჭირდება, როგორც არასდროს. ერთად ჩვენ მივიწევთ წინ გამარჯვებისკენ“,- განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო