ვოლოდიმირ ზელენსკი - ჩვენ არ დაგვიწყია ომი, მაგრამ სწორედ ჩვენ ვართ ის, ვინც ეს ომი უნდა დაასრულოს

ძალიან რთულია, მაგრამ ჩვენ ასევე ძლიერები ვართ ერის შიგნით, ერთიანები ვართ, ორგანიზებულები ვართ, რადგან მოტივირებულები ვართ. ჩვენ არ დაგვიწყია ომი, მაგრამ სწორედ ჩვენ ვართ, ვინც ეს ომი უნდა დაასრულოს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დავოსში, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე ვიდეოჩართვისას განაცხადა.

მან ომის მიმდინარეობა შეაფასა და აღნიშნა, რომ ზამთარმა პროგრესი შეანელა. პრეზიდენტის თქმით, ომით ყველა დაიღალა, მათ შორის მტერიც.

„ომი კარგად არ გამოიყურება, ის კარგი თავიდანვე არ იყო და ზამთარში ის შენელდა. ყველა დაიღალა - ბუნება, ადამიანები და, მადლობა ღმერთს, მტერიც. ჩვენ მტკიცედ, ძლიერად ვდგავართ. მე მადლიერი ვარ ყველა ჩვენი მებრძოლის, ცოცხლების და მათი, ვინც გმირულად დავკარგეთ. ძალიან რთულია, მაგრამ ჩვენ ასევე ძლიერები ვართ ერის შიგნით, ერთიანები ვართ, ორგანიზებულები ვართ, რადგან მოტივირებულები ვართ. ჩვენ არ დაგვიწყია ომი, მაგრამ სწორედ ჩვენ ვართ, ვინც ეს ომი უნდა დაასრულოს“,- განაცხადა ზელენსკიმ.

მან დასავლელ პარტნიორებსა და მოკავშირეებს შეიარაღებისა და ეკონომიკური დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მხარდაჭერა უზრუნველყოფს უკრაინის წარმატებას მიმდინარე ომში.

ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ფოკუსირებულია რეპრესიებზე და შიშის დანერგვაზე - ის  არ დაუშვებს, დაისაჯონ ისინი, ვისზეც ხელისუფლება დგას
ქართული პრესის მიმოხილვა 23.01.2025
კახა ოქრიაშვილი - ამ სიტუაციაში ეკონომიკური სტაგნაცია გარდაუვალია
Samsung-მა ახალი Galaxy S25 სერია წარადგინა