ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთმა უკვე დაიმკვიდრა ადგილი ტერორისტებს შორის - ნატო ჩვენთვის, ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი ბავშვებისთვის უსაფრთხოების საუკეთესო გარანტიაა

რუსეთმა უკვე დაიმკვიდრა ადგილი ტერორისტებს შორის , - ასე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დავოსში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე ვიდეო ჩართვისას ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი სახელმწიფო მდივნის ჰენრი კისინჯერის განცხადებას, რომელმაც აღნიშნა, რომ მაშინ, როდესაც უკრაინა უნდა იყოს მხარდაჭერილი, რუსეთსაც უნდა მიეცეს შესაძლებლობა, იყოს გლობალური წესრიგის ნაწილი.

ამასთან, უკრაინის პირველმა პირმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ უკრაინა ურყევია ნატოსკენ მიმავალ გზაზე, რადგან ის უსაფრთხოების საუკეთესო გარანტიაა ქვეყნისთვის.

„უსაფრთხოების გარანტიები ჩვენთვის ნომერ პირველი პრიორიტეტია. ჩვენ გვესმის, რომ მოცემულ მომენტში ჯერ იქ არ ვართ სამწუხაროდ და რუსეთს ეს ძალიან კარგად ესმის და აკეთებს ყველაფერს, რათა ჩვენთვის უსაფრთხოების ორგანიზაციების წევრობა არ გაამარტივოს, მაგრამ ჩვენ ვართ ნატოსკენ მიმავალ გზაზე, რადგან ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსი ჩვენთვის, ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი ბავშვებისთვის უსაფრთხოების საუკეთესო გარანტიაა“, - განაცხადა ზელენსკიმ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო