გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯეიმს კლევერლიმ და აშშ-ის სახელმწიფოს მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ვაშინგტონში გამართულ შეხვედრაზე უკრაინის მიმართ მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოხატეს, - ინფორმაციას გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების განცხადებით, გაერთიანებული სამეფო და აშშ უკრაინაში პუტინის უკანონო ომის წინააღმდეგ ერთიანი არიან.
„გაერთიანებული სამეფო და შეერთებული შტატები ერთიანი არიან უკრაინაში პუტინის უკანონო ომის წინააღმდეგ. საგარეო საქმეთა მინისტრი, ჯეიმს კლევერლი ვაშინგტონში ენტონი ბლინკენს შეხვდა, სადაც ისინი შეთანხმდნენ, რომ გააღრმავებენ ჩვენი ორი ქვეყნის დიპლომატიურ და უსაფრთხოების კავშირებს, რათა, საბოლოოდ, უკრაინელი ხალხის გამარჯვება უზრუნველყონ”, - აღნიშნულია გაერთიანებული სამეფოს საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.