CNN - აშშ უკრაინისთვის 2.5 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების დახმარების ახალი პაკეტის გამოყოფას გეგმავს

შეერთებული შტატები აპირებს დაასრულოს მუშაობა უკრაინისთვის მასშტაბური სამხედრო დახმარების პაკეტის გამოყოფაზე, რომელიც, საერთო ჯამში, დაახლოებით 2.5 მილიარდი დოლარის ღირებულების იარაღს მოიცავს, - ინფორმაციას CNN-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

CNN-ი იუწყება, რომ ახალი პაკეტი მოიცავს Stryker-სა და Bradley-ს საბრძოლო მანქანებს, ქვეითთა ჯავშანმანქანებს, MRAP-ებს. მოსალოდნელია, რომ შეერთებული შტატები უკრაინას ასევე გაუგზავნის დამატებით საბრძოლო მასალას საარტილერიო სისტემებისთვის და HIMARS-ის სარაკეტო სისტემებისთვის.

ამასთან, CNN-ის ცნობით, დახმარების ახალი პაკეტი, სავარაუდოდ, არ მოიცავს ტანკებს ან შორ მანძილზე მოქმედ რაკეტებს, რომელიც უკრაინამ არაერთხელ მოითხოვა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო