უკრაინის გენშტაბი - უკრაინელებმა რუსული ძალების იერიში სოლედართან, ასევე დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების 13 სხვა დასახლებულ პუნქტთან მოიგერიეს

უკრაინის თავდაცვის ძალებმა, გასული დღის განმავლობაში, რუსი ოკუპანტების თავდასხმები სოლედართან და დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების 13 სხვა დასახლებულ პუნქტთან მოიგერიეს, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ანგარიშშია აღნიშნული.

უწყების ცნობით, უკრაინელებმა მოწინააღმდეგის თავდასხმები მოიგერიეს ლუგანსკის ოლქშის ბელოგოროვკას დასახლებასთან და დონეცკის ოლქის ტერნის, ვერხნეკამენსკოეს, სოლედარის, სოლის, კრასნაია გორას, ბახმუტის, კლეშეევკას, ალექსანდრო- შულტინის, კურდიუმოვკას, ვოდიანეს, მარინკას, პობედასა და პარასკოვიევკას დასახლებებთან.

ამასთან, უკრაინის გენშტაბის ცნობით, რუსულმა ძალებმა, გასული დღის განმავლობაში უკრაინის წინააღმდეგ 25 საჰაერო იერიში მიიტანა, მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან კი 85-ზე მეტი თავდასხმა განახორციელა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო