გასული ღამის განმავლობაში რუსულმა ძალებმა ზაპოროჟიეზე სარაკეტო იერიში რამდენჯერმე მიიტანეს

ზაპოროჟიეს ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ალექსანდრე სტარუხის განცხადებით, გასული ღამის განმავლობაში რუსულმა ძალებმა ზაპოროჟიეზე სარაკეტო იერიში რამდენჯერმე მიიტანეს.

მისივე თქმით, აფეთქებების ხმა ზაპოროჟიეში დილითაც ისმოდა. სტარუხის ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად ადგილობრივი საგანმანათლებლო დაწესებულება და რამდენიმე შენობა დაზიანდა. დაბომბვას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინელებმა 760 რუსი დამპყრობელი მოკლეს. როგორც უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის გვერდზე „ფეისბუქზე“ გამოქვეყნებულ შეტყობინებაშია ნათქვამი, რუსეთის ჯამურმა საბრძოლო დანაკარგებმა, 19 იანვრის მდგომარეობით, 118 530 ჯარისკაცი შეადგინა.

ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში