კახა კალაძე - განვიცდით იმას, რაც უკრაინაში ხდება, ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე მხარს ვუჭერთ, მიუხედავად ამისა, საქართველო ომში ვერ ჩაერთვება

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ძალიან ხშირია მოწოდებები, იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში რუსეთთან ომის მეორე ფრონტი უნდა გახსნილიყო.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, ქვეყნის ეროვნული ინტერესიდან გამომდინარე, საქართველო ომში ვერ ჩაერთვება.

კალაძე საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებლის, ანდრეი კასიანოვის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, მისთვის გაუგებარია, რატომაა შეუძლებელი საქართველომ უკრაინას სამედიცინო აფთიაქები, ინდივიდუალური თავდაცვის საშუალებები და საველე ჰოსპიტლები გადასცეს. როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, საქართველო უკრაინას ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე მხარს უჭერს.

„მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ხშირია მოწოდებები იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში მეორე ფრონტი უნდა გახსნილიყო, ჩვენ პოზიციას ვაფიქსირებთ. როგორ უნდა გესიამოვნოს ის, რაც უკრაინაში ხდება?! კატასტროფაა ომი და მშვიდობიანი მოსახლეობის გარდაცვალება. ქალაქები და სოფლები ინგრევა. ძალიან მძიმეა და ძალიან განვიცდით იმას, რაც უკრაინაში ხდება. შესაბამისად, ჩვენ უკრაინას ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე მხარს ვუჭერთ და გვინდა, რომ კიდევ ერთხელ ვუსურვოთ მშვიდობა. მიუხედავად ამისა, საქართველო ომში ვერ ჩაერთვება. ჩვენ ქვეყნის ეროვნული ინტერესი გვაქვს", - განაცხადა კახა კალაძემ.

პაატა ზაქარეიშვილი - მგონი, ევროკავშირი ხვდება, რომ „ქართულ ოცნებას“ ევროკავშირი არც თავისთვის და არც საქართველოსთვის არ უნდა
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
კავკასიის მედიცინის ცენტრს ევროპის ონკოგინეკოლოგთა ასოციაციის (ESGO) აკრედიტაცია მიენიჭა
Idram და Alipay+ ხელს უწყობენ სომხეთში საერთაშორისო QR გადახდებს, რითაც ადგილობრივ ბიზნესებს ციფრული საფულეების გლობალურ მომხმარებლებთან აკავშირებენ
„მადლიერების ჩიტი“ – ჯილდო ქართული ტრადიციული მუსიკის ერთგულ მხარდამჭერებს