ვოლოდიმირ ზელენსკი - ყირიმი ჩვენი მიწაა, მოგვეცით თქვენი იარაღი და ჩვენ დავიბრუნებთ, რაც ჩვენია

უკრაინა დაიბრუნებს ყირიმს, რადგან ეს არის ჩვენი მიწა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხუთშაბათს დავოსში ვიდეოჩართვის საშუალებით სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ეს ჩვენი მიწაა. ყირიმი ჩვენი ზღვა და ჩვენი მთებია. მოგვეცით თქვენი იარაღი და ჩვენ დავიბრუნებთ, რაც ჩვენია", - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, რუსეთს ჯერ კიდევ აქვს შესაძლებლობა დატოვოს ყირიმი, რითაც ის საკუთარი ხალხის სიცოცხლეს გადაარჩენს.

„რუსეთს ჯერ კიდევ აქვს შესაძლებლობა დატოვოს ეს ტერიტორია და არა მხოლოდ ეს. არავინ ამბობს, რომ ურთიერთობები შეიძლება აღდგეს, მაგრამ მას შეუძლია გადაარჩინოს მათი ხალხის სიცოცხლე", - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, უფსკრული, რაც უკრაინასა და რუსეთს შორის არსებობს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა გათხარა.

„ჩვენს ქვეყნებს შორის უფსკრული უზარმაზარია. ეს არ არის ხელოვნური. ის გათხარა პუტინმა. ის დგას ამ ნიჩბით და დარჩება ამ ნიჩბით ისტორიაში", - აღნიშნა ზელენსკიმ.

კითხვაზე, არსებობს თუ არა რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების შესაძლებლობა, ზელენსკიმ უპასუხა: "სამშვიდობო მოლაპარაკებები არ არის მშვიდობა“.

„მხარეებმა ეს უნდა გააცნობიერონ. ბოლო სამი წლის განმავლობაში [მას შემდეგ, რაც ის პრეზიდენტი გახდა] ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რომ დიპლომატიური გზით გაგვეთავისუფლებინა ჩვენი მიწა. ვიღაცას არ სურდა, არ ჰქონდა დრო, არ დაიჯერა, პირობები წამოაყენა. ბევრი იყო ასეთი ხალხი და ყველაფერი ამის ცენტრი მოსკოვში იყო", - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისივე თქმით, არ ესმის, ვის უნდა ესაუბროს.

„მე არ მესმის, ვის უნდა დაველაპარაკო. საკმარისად არ მესმის, ცოცხალია თუ არა ის [პუტინი], იღებს თუ არა გადაწყვეტილებებს, ან ვინ იღებს გადაწყვეტილებებს. არ მესმის, როგორ შეგიძლიათ დაჰპირდეთ ევროპელ ლიდერებს ერთ რამეს და მეორე დღეს დაიწყოთ ომი“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო