გერმანიის თავდაცვის მინისტრი - დარწმუნებული ვარ, უკრაინისთვის Leopard-ის ტანკების მიწოდების საკითხზე გადაწყვეტილებას უახლოეს დღეებში მივიღებთ

გერმანიის თავდაცვის ახლადდანიშნული მინისტრის, ბორის პისტორიუსის განცხადებით, უკრაინაში გერმანული Leopard 2-ის ტანკების მიწოდება არ უნდა იყოს დაკავშირებული შეერთებული შტატების მიერ Abrams-ის ტანკების მიწოდებასთან, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

”ჩემთვის არაფერია ცნობილი ასეთი ურთიერთდამოკიდებულების შესახებ”, - განაცხადა გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, როდესაც მან უპასუხა შეკითხვას, მზად არის თუ არა გერმანია უკრაინას Leopard-ის ტანკები მიაწოდოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შეერთებული შტატები Abrams-ის საბრძოლო ტანკებს მიაწოდებს.

კითხვაზე, მიაწვდის თუ არა გერმანია უკრაინას საბრძოლო ტანკებს აშშ-ის გარეშე, პისტორიუსმა უპასუხა, რომ ამ საკითხს კანცლერი ოლაფ შოლცი აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან განიხილავს.

"აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ამ საკითხზე გადაწყვეტილებას უახლოეს დღეებში მივიღებთ, მაგრამ დღეს ვერაფერს გეტყვით", - განაცხადა მან.

შეგახსენებთ, მანამდე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა აშშ-ის პრეზიდენტთან, ჯო ბაიდენთან სატელეფონო საუბარში უკრაინისთვის გერმანული წარმოების Leopard 2 ტანკების მიწოდების პირობა წამოაყენა და განაცხადა, რომ გერმანია უკრაინას Leopard-ის ტანკებს იმ შემთხვევაში გადასცემს, თუ შეერთებული შტატები უკრაინას Abrams-ის ტანკებს მიაწვდის.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო