მედია - აშშ-ის დაზვერვის ხელმძღვანელი უკრაინაში გასულ კვირას საიდუმლო ვიზიტით იმყოფებოდა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა

აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორი უილიამ ბერნსი გასულ კვირას კიევში იმყოფებოდა, ქვეყნის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა და მიაწოდა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა მოლოდინები აქვს შეერთებულ შტატებს გაზაფხულზე რუსეთის საბრძოლო გეგმებთან დაკავშირებით, - ინფორმაციას მედიასაშუალებები ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებენ.

„დირექტორი ბერნსი გაემგზავრა კიევში, სადაც შეხვდა კოლეგებს უკრაინის დაზვერვიდან, ასევე პრეზიდენტ ზელენსკის და გააძლიერა ჩვენი მუდმივი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ რუსული აგრესიისგან თავის დასაცავად“, - განაცხადა აშშ-ის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

CNN-ი იუწყება, რომ უილიამ ბერნსისა და უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლების საიდუმლო შეხვედრა მოხდა იმ ფონზე, როდესაც აშშ-ის ოფიციალური პირები ყურადღებით აკვირდებიან რუსეთის პოტენციურ შეტევას უახლოეს თვეებში და ასევე, აშშ-სა და მის ევროპელ მოკავშირეებს შორის მიმდინარეობს დაძაბული დებატების იმის თაობაზე, გაიგზავნოს თუ არა უკრაინაში უფრო დახვეწილი და შორ მანძილზე მოქმედები იარაღი.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო