პოლონეთის საგარეო მინისტრის მოადგილე - თუ გერმანია უკრაინისთვის Leopard-ის ტანკების გადაცემის წინააღმდეგი იქნება, პოლონეთი არასტანდარტულად იმოქმედებს

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, პაველ იაბლონსკი აცხადებს, რომ ქვეყანა მზადაა განახორციელოს არასტანდარტული ქმედება, თუ გერმანია უკრაინისთვის Leopard-ის ტანკების წინააღმდეგი იქნება, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ამასთან, პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, მატეუშ მორავიეცკიმ მიანიშნა, რომ პოლონეთმა შესაძლოა უკრაინას Leopard 2-ის ტანკები უფრო ფართო კოალიციის ფარგლებში, თუნდაც გერმანიის თანხმობის გარეშე, გაუგზავნოს.

„თანხმობა აქ მეორეხარისხოვანია, ჩვენ ამ თანხმობას ან სწრაფად მივიღებთ, ან ჩვენ თვითონ გავაკეთებთ იმას, რაც საჭიროა“, - განაცხადა მორავიეცკიმ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო