ვოლოდიმირ ზელენსკი „რამშტაინის“ შეხვედრის მონაწილეებს - დრო ცოტაა, სწრაფად უნდა ვიმოქმედოთ, კრემლმა უნდა წააგოს

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთს ქვეყნების განადგურება სურს.

„დრო ცოტაა, სწრაფად უნდა ვიმოქმედოთ“, - განაცხადა ზელენსკიმ გერმანიაში, „რამშტაინის“ ფორმატში მიმდინარე შეხვედრაზე, სადაც მან ვიდეოჩართვის საშუალებით ისაუბრა.

„კრემლმა უნდა წააგოს. თქვენ ხართ ძლიერი ქვეყნების ძლიერი ხალხი. მოგიწოდებთ, მიიღოთ ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებმაც შეიძლება წაართვან რუსულ ბოროტებას ნებისმიერი ძალა“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მან დასავლელ ლიდერებს კიდევ ერთხელ მოუწოდა, უკრაინას ტერორის დასამარცხებლად საჭირო იარაღი მიაწოდონ.

„თქვენ გაქვთ ძალაუფლება, უზრუნველყოთ არტილერია და თვითმფრინავები, რომლებიც ჩაახშობენ ტერორს. თქვენს გაქვთ ძალაუფლება, უზრუნველყოთ გამარჯვება“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო